კომპანია Funday Entertainment-ის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით 30 ივნისს დიღმის ტყე-პარკი მულტიფუნქციურ, გასართობ-დასასვენებელ სივრცედ გადაიქცა და ეს სახე ორი დღის განმავლობაში შეინარჩუნა.
Funday Park-ის ორგანიზატორებმა დამსვენებელთა განსხვავებული ინტერსები გაითვალისწინეს და მათზე მორგებული აქტივობები შესთავაზეს.
- მცირეწლოვანი მოქალაქეთათვის საბავშვო არე-მარე მოეწყო
- ფეხბურთის მოყვარულთათვის - საგულშემატკივრო სივრცე დიდი მონიტორით
- აქტიური დასვენების მოყვარულთათვის - სპორტული აქტვივობები
- კომპიუტერი თამაშების მოყვარულთათვის - რეტრო თამაშების ზონა
- ტექნოლოგიების მოყვარულთათვის ვირტუალური რეალობის სივრცე
- კითხვის მოყვარულებისთვის - სამკითხველო
- ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის - იოგა
- მათთვის, ვისთვისაც სუფთა ჰაერიც საკმარისია და პასიურ დასვენებას ირჩევს, ჰამაკები დაკიდეს.
- ხელმარჯვეთათვის კი ბაზრობა მოეწყო, სადაც მრავალფეროვანი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
- სპეციალურად მოწყობილ ღია სივრცეში საჯარო ლექციებიც ჩატარდა პარკების მნიშვნელობაზე.
რაც მთავარია, მელომანებს ყველაზე პოპულარული ქართული ბენდების ლაინ აფი შესთავაზა.
30 ივნისს Funday Park-ის სტუმრებს ბენდებმა Bedford Falls და MokuMoku უმასპინძლეს, ხოლო 1 ივლისს მათ LOUDspeakers და Killages შეუერთდნენ. ფესტივალმა საზოგადოებისგან დადებითი გამოხმაურება მიიღო, რაც შესაძლოა საფუძველი გახდეს, რომ Funday Park არა მხოლოდ დიღმის ტყეში, არამედ ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რეკრეაციულ ზონებშიც გამოჩნდეს.
ფესტივალის ორგანიზატორი - თევდორე მაყაშვილი აღნიშნავს: „პროექტის იდეა მრავალი წლის წინ გაჩნდა და მიზნად ისახავდა საქართველოშიც ყოფილიყო დასავლეთში აპრობირებული, მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ადამიანები შეძლებდნენ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში განტვირთვას, ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებას, დასვენებას და გართობას. მოხარულები ვართ, რომ ამ იდეის განხორციელება შევძელით და საზოგადოებისგან უამრავი დადებითი შეფასება მივიღეთ. იმედი გვაქვს ჩვენს ქვეყანაშიც ისევე განვითარდება Park Life, როგორც საზღვარგარეთ და Funday Entertainment-ის გუნდი ამაში მოკრძალებულ წვლილს შეიტანს“.