ისტორიკოსის, პირველი რესპუბლიკის მკვლევრის, დიმიტრი სილაქაძის საჯარო ლექცია „რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი (ნაკლებად ცნობილი ბრძოლების ისტორია)“ ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 23 თებერვალს, 17:00 საათზე გაიმართება.
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შესახებ საზოგადოება, ძირითადად, თბილისთან ბრძოლების შესახებ არის ინფორმირებული, მაშინ როდესაც საბრძოლო მოქმედებებმა თითქმის მთელი საქართველო მოიცვა.
ლექციაზე საუბარი იქნება რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს მომხდარ, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ ბრძოლებზე. მაგალითად, აფხაზეთში, დარიალის ხეობაში, ოსიაურთან და ა.შ.
საჯარო ლექცია პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.