გალერეა "Vanda Art Gallery" და ჟუნალი "ინდიგო" გამართავს გურამ წიბახაშვილისა და რიტა ხაჩატურიანის გამოფენის "კონტაქტი" .
#32 ნომრის მთავარი თემა, რიტა ხაჩატურიანის ერთი სერიის მსგავსად, შიში და მასთან გამკლავების გზებია - ინდიგოს ავტორებმა, სხვადასხვა ტექსტში, თავი მოუყარეს ამბებს შიშებთან მებრძოლ ადამიანებზე.
გურამ წიბახაშვილმა სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ დაიწყო ფოტოგრაფიის თეორიის შესწავლა და ამას ოთხი წელი მოანდომა. იგი ამჟამადაც აქტიური ფოტოგრაფია და მუშაობს ფოტოგრაფად რამდენიმე ადგილობრივი გაზეთის რედაქციაში.
მისი ნამუშევრების გამოფენებს უმასპინძლეს როგორც საქართველოს საგამოფენო სივრცეებმა, ასევე საზღვარგარეთის გალერეებმა. გურაბ წიბახაშვილის ნამუშევრები გამოიფინა ამსტერდამში, ბერლინში, ნიუ იორკში, ბრატისლავაში, ბაზელში.