"გრონჰოლმის მეთოდი" - მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე

..„ჩვენ არ ვეძებთ კარგ ადამიანს რომელიც ნაძირალას ჰგავს, ჩვენ ვეძებთ ნაძირალას, რომელიც კარგ ადამიანს გავს“

 

მოქმედება ვითარდება საერთაშორისო კორპორაციის ოფისში, სადაც კომპანიის ტოპ-მენეჯერის შერჩევის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. ოთხი კანდიდატი სასტიკ ბრძოლაშია ჩართული, ყოველი მათგანი მზადაა მიზნის მისაღწევად და ყველა ხერხს მიმართავს მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიურად გასანადგურებლად. სპეკტაკლი ინტელექტუალური ტრილერის და ფსიქოლოგიური დეტექტივის ნაზავია.

 

თემურ ჩხეიძე სპეკტაკლის შესახებ: ...„ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე არც ერთი თანამედროვე პიესა ისე არ მომწონებია, როგორც გალსერანის „გრონჰოლმის მეთოდი“. შესანიშნავად მიდიოდა რეპეტიციები. ერთობლივად ვეძებდით განწყობას, აზრთა და საქციელთა საწყისებს, თუმცა მაინც დრო გვიჩვენებს, რამდენად სწორი იყო ჩვენი ვარაუდები. პიესა, იმედი მაქვს ბოლომდე შეინარჩუნებს მაყურებლის ყურადღებას. მე არ შევუდგები იმის მოყოლას, თუ რაზეა ის, ამაზე, ვფიქრობ, თითოეული მაყურებელი საკუთარ დასკვნას გამოიტანს. ძალიან მინდა ყველა ისე შეწუხდეს დასმული პრობლემით, როგორც ეს მე დამემართა პიესის კითხვისას.“

“ ხანგრძლივობა 120 წუთი, შესვენების გარეშე".

მსგავსი ღონისძიებები
20,21,29 და 30 სექტემბერს მოძრაობის თეატრში "ასტიგმატისტების" პრემიერა გაიმართება.
თეატრი
22 ნოემბერს, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი "ქალები"
თეატრი
საშინელ ხის სკამზე გავატარეთ მთელი ღამე, შუაგულ პარკში, ქალაქის ცენტრში. 16+
თეატრი
17 დეკემბერს, რობერტ სტურუას სპექტაკლი "ასულნი" რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიმართება.
თეატრი
კვირის ღონისძიებები