გრიბოედოვის თეატრის სპექტაკლში გამოყენებულია მოულოდნელი ნაბიჯი: აქ სამი ხოლსტომერია – კვიცი, სიცოცხლით სავსე რაში და მოხუცი, ქანცგაცლილი ცხენი. და მაინც, მიუხედავად ტანჯული ცხოვრებისა, მოხუცი ხოლსტომერი მოთმინებითა და დიდსულოვნებით არის სავსე …
სპექტაკლმა მიიღო XI საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრი და „ოქროს დიპლომი“ ვალერი ხარიუტჩენკოს ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“. სპექტაკლი ეძღვნება გიორგი ტოვსტონოგოვის და ევგენი ლებედევის ხსოვნას.