გერმანულ-ქართული კულინარიული შეხვედრები: გერმანელი მზარეული თბილისში მასტერკლასებს გამართავს

საქართველო-გერმანიის (2017) წლის ფარგლებში 6-დან 9 დეკემბრამდე თბილისს გერმანელი მზარეული შტეფან ობერმიულერი ეწვევა. მისი ვიზიტი არა მხოლოდ კულინარიული ტრადიციების გაცვლას ემსახურება გერმანიასა და საქართველოს შორის, არამედ ასევე ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას, რადგან ბატონი ობერმიულერი ამჟამად გერმანიის ერთ-ერთი პროფესიული კოლეჯის პედაგოგია.

7 დეკემბერს 10:30 საათზე იგი პროფესიულ კოლეჯ „მერმისის“ სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის გამართავს კულინარიულ მასტერკლასს. დუალური პროფესიული განათლების გერმანული წარმატებული მოდელისადმი საქართველოს მთავრობის დიდი ინტერესიდან გამომდინარე ბატონი ობერმიულერის ცოდნა და გამოცდილება დიდ წვლილს შეიტანს საქართველოში გასტრონომიის დარგში ახალგაზრდა თაობის მოზიდვაში. მაგრამ ასევე თავად ბატონ ობერმიულერს აქვს დიდი იმედი, რომ მისთვისაც ძალიან ნაყოფიერი იქნება საქართველოში ვიზიტი, რაც მის კულინარიულ პალიტრას კიდევ უფრო გაამდიდრებს.

ბატონი ობერმიულერის ვიზიტის ყველა ღონისძიება საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში გაიმართება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთოებების კიდევ უფრო გაფართოებას.

შტეფან ობერმიულერის ბიოგრაფია

შტეფან ობერმიულერმა 1991-2001 წლებში გაიარა პროფესიული განათლების კურსი მზარეულის სპეციალობით ვალდქირხენის ტრადიციულ გერმანულ სასტუმროში. შემდეგ გაიარა სამხედრო სამსახური და 2006 წელს მიიღო ოფიციალური მზარეულის წოდება. ერთი წლის შემდეგ იგი მიიღეს გერმანიის შეიარაღებული ძალების მზარეულთა ეროვნულ ნაკრებში. შემდეგ წლებში ბატონი ობერმიულერი რამდენჯერმე დაჯილდოვდა სამზარეულო ხელოვნების სხვადასხვა პრემიით. მაგალითად მან პირველი ადგილი დაიკავა მზარეულთა ოლიმპიადაზე, რომელიც მსოფლიოში მზარეულთა და კონდიტორთა ყველაზე ძველი, დიდი და პრესტიჟული პროფესიული კონკურსია.

2008 წელს იგი იყო გერმანიის თავდაცვის მინისტრის მზარეული, რომელმაც ობერმიულერი გერმანიის შეიარაღებული ძალების ღირსების მედლით დააჯილდოვა. 2009 წელს იგი ხელმძღვანელობდა ნატოს სტუმართა სამზარეულოს პრიშტინაში და ორგანიზებას უკეთებდა სხვადასხვა ღონისძიებებს, მათ შორის ასევე განახორციელა გერმანიის პრეზიდენტისთვის გამართული დიდი ღონისძიების ორგანიზება. მან წარმატებებს მიაღწია მრავალ საერთაშორისო კონკურსში, მაგალითად ლუცერნში, ლუქსემბურგსა და სტამბულში, სადაც შეძლო ცნობილი მზარეულების დამარცხება და სტამბულის გასტრონომიულ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა. 2012-2016 წლებში ბატონი ობერმიულერი სწავლობდა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში კვების მრეწველობის მიმართულებით. 2017 წლიდან ქ. ლანდსჰუთის კვებისა და მომარაგების დარგის პროფესიული სასწავლებლის პედაგოგია.

მსგავსი ღონისძიებები
წიგნის მთავარი ხიბლი მაინც ნოველების დიდოსტატის სიუჟეტების ფინალებია – პერსონაჟების ყოფით ამბებს მიდევნებული მკითხველი წინასწარ თითქმის ვერასდროს ხვდება ნაწარმოების დასასრულს.
სხვა ივენთები
ლექცია „კატო მიქელაძე : ცხოვრება, როგორც ბრძოლა და რეპრესია“ ეძღვნება კატო მიქელაძის, როგორც ქართველი მოღვაწე ქალის განვლილ გზას.
სხვა ივენთები
მოწვეული სტუმრები ისაუბრებენ ავტორის შემოქმედებასა და მის როლზე, ლიტერატურასა და კერძოდ ფენტეზის ჟანრში.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები