გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“ 1849 წელს დაიწერა, ხოლო მისი პირველი წარმოდგენა 1850 წლის 2 იანვარს გაიმართათბილისის გიმნაზიის დარბაზში.
სპექტაკლის დამდგმელი ჯგუფი გაექცა პიესაში აღწერილ ვიწრო ოჯახურ პრობლემას, განაზოგადა ის, და თანამედროვე მუსიკის, ქოროგრაფიის და სტილიზებული კოსტუმების მეშვეობით გასაგები და საინტერესო გახადა ის არა მარტო ქართველი, არამედ ყველა ეროვნების მაყურებლისთვის. ხელი შეუწყო სხვადსხვა ეროვნებათა შორის მშვიდობიანი და ტოლერანტული ურთიერთობების პროპაგანდას. ამიტომ მაღალ მხტვრულობასთან ერთად, უზარმაზარია სპექტაკლის მორალური მნიშვნელობაც.
დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ადამიანი გამუდმებით ჩართულია ცხოვრებისეულ დაძაბულ რითმში, ამ სპექტაკლზე დასწრებით საშუალება ეძლევა განიმუხტოს, რადგან სპექტაკლი კომედიური ჟანრისაა და მასში მრავლადაა გამოყენებული იუმორი, ქართული სიმღერა და ცეკვა.
ხანგრძლივობა 120 წთ.