გარემოს დაცვის დღე ბოტანიკურ ბაღში

5 ივნისს მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წელს მსოფლიოს ქვეყნები ერთიანდებიან პლასტმასის ნარჩენებით დედამიწის დაბინძურების წინააღმდეგ. დღევანდელი მონაცემებით, 2050 წლისთვის ოკეანეებში თევზზე მეტი პლასტმასი იქნება. ამ მოსალოდნელი რეალობის შესაცვლელად საჭიროა თითოეული ადამიანის ჩართულობა პლასტმასის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგალითად, უთხარი არა ერთჯეარად წყლის ბოთლებსა და ჭურჭელს, პოლიეთილენის პარკებს, საწრუპებს, ერთჯერად კონტეინერებსა და შეფუთვას, სამაგიეროდ უთხარი კი მდგრად ალტერნატივებს, როგორიცაა მრავალჯერადი გამოყენების ბოთლები და კონტეინერები, ნაჭრის ჩანთები, მეტალის საწრუპები თუ სხვ. ცხადია, რომ ერთჯერადი გამოყენების ნივთები მსოფლიოზე კატასტროფულ ზეგავლენას ახდენენ.

სწორედ ამ დღეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი CENN-ის პროგრამა WMTR II-სთან ერთად, რომელსაც მხარს უჭერს USAID, გიწვევთ ღონისძიებაზე - მოდი ერთად დავასრულოთ პლასტმასით დაბინძურება! #უთხარიპლასტმასსარა #BeatPlasticPollution

ღონისძიებაზე შეგიძლია:• მოიტანო და განათავსო შენი და შენი მეგობრების მიერ შეგროვებული პლასტმასის პეტ ბოთლები, ბოტანიკურ ბაღში არსებულ სპეციალურ პლასტმასის ურნაში. ღონისძიების ფარგლებში შეგროვებული პლასტმასის ბოთლები შესაბამის გადამამუშავებელ კომპანიებს გადაეცემა შემდგომი გადამუშავების მზინით• გაეცნო ნარჩენების მართვის შესაძლებლობებს თბილისში• მონაწილეობა მიიღო ვიქტორინასა და სხვადასხვა სახალისო თამაშებში და მოიგო პრიზები• დაესწრო მატილდა მურატის ვორქშოფს თემაზე როგორ გამოვიყენოთ პლასტმასის ნარჩენები ხელმეორედ.

პლასტმასით დაბინძურება დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევაა. მისი დაძლევისთვის საჭიროა, თითოეულმა ჩვენგანმა გაიაზროს პრობლემის არსი და იზრუნოს ნარჩენების წარმოქმნის შემცირებაზე. ამასთანავე, აუცილებელია მსოფლიო მასშტაბით კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მათ შორის - ცნობიერების ამაღლება დანაგვიანებასა და გარემოზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, გადამუშავების ხელშეწყობა, პლასტმასის წარმოებისა და მოხმარების შემცირება.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას იღებს ქალაქ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისია, რომლის წარმომადგენლებიც თავად მიიღებენ მონაწილეობას პლასტმასის ნარჩენების შეგროვებაში.

შემოუერთდი მსოფლიო კამპანიას #BeatPlasticPollution, მოდი, გადაიღე სელფი, გაავრცელე შენი მწვანე არჩევანი და წაახალისე შენი მეგობრები.

გელოდებით, ერთად დავიცვათ ჩვენი გარემო დაბინძურებისგან!

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, გადასახდელი იქნება მხოლოდ ბოტანიკურ ბაღში შემოსასვლელი ბილეთის საფასური (ზრდასრული - 2 ლარი, სტუდენტი - 1 ლარი, სკოლის მოსწავლე - 0.5 ლარი)

გადადი ბმულზე, იპოვე ჩვენი ღონისძიება და გაეცანი უამრავ საინტერესო ინფორმაციას: http://worldenvironmentday.global/en/get-involved/find-event

თუ გინდა უფრო აქტიურად ჩაერთო დაბინძურებასთან ბრძოლაში გახდი გარემოს გულითადი ელჩი და გაეცანი WMTR II პროგრამის კამპანიას გარემოს გულისთვის (http://environment.cenn.org/ge/დედამიწის-დღეს-ჩვენ-გავე/)

მსგავსი ღონისძიებები
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „აკესო“ და ჟურნალი „ლიბერალი“ ნარკოპოლიტიკის შესახებ მომზადებული ვიდეოების პრეზენტაციას გამართავს
სხვა ივენთები
22 ნოემბერს,ოთხშაბათს, 12:00 საათზე, დანკინ დონატსის დოლიძის რესტორანში 8 ქვეყნის კონკურსანტი გელოდებათ
სხვა ივენთები
1971 წლის აპრილში 12 წლის შვედი გოგო, სარა იუნგკრანცი, პირველ, ძალზე გაბედულ და პირდაპირ წერილს სწერს თავის თანამემამულეს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და საყვარელ საბავშვო მწერალს.
სხვა ივენთები
წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს და გამოავლენს საუკეთესო CSR-ინიციატივებს.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები