2017 წლის ბოლოს UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ზედიზედ მესამედ მოხვდა ეროვნულ არქივში დაცული ქართული ხელნაწერი.
გამოფენაზე "ქართული ხელნაწერები UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში" სწორედ იმ ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების დედნები და ფოტოასლები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც 2013 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შევიდა. 2017 წელი – სახარება-პალიმფსესტი, IX-X, XII-XIII, XIV; 2015 წელი – 8 უძველესი ხელნაწერი; 2013 წელი – ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“.
ექსპოზიციაზე ფართო საზოგადოებას საშუალება მიეცემა დეტალურად გაეცნოს ყველა იმ ქართულ დოკუმენტს, რომელთაც მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. გამოფენა ერთი თვე გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.