AGORA -ს ბიენალეს წარმატების შედეგად, რომელიც გაიმართა ბორდოში 2017 წლის 16 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ იხილოთ ფოტოგამომენა და დოკუმენტური ფილმი ქალაქ წყალტუბოს შესახებ.
გამოფენა ნათელს ჰფენს ამ საბჭოთა კავშირის დროს დაარსებული, საბჭოური არქეტიპის დასასვენებელი და გასართობი საკურორტო ქალაქის ბედს. ორმოცდაათი წლის შემდეგ ბუნებამ და პეიზაჟმა დაიბრუნა საკუთარი უფლებები.
პროგრამა :
2018 წლის 11-დან 31 იანვრამდე წყალტუბოს ლამაზი დღეები (1950-1965) , თბილისის ფოტოფესტივალის არტ-დირექტორის, ქალბატონი ნესტან ნიჟარაძის მიერ შექმნილი ფოტოგამოფენა.
გამოფენა მოიცავს 27 ფოტოს, რომელთაგანაც 18 განეკუთვნება წყალტუბოს მცხოვრებთა ან დამსვენებელთა პირად კოლექციებს და 9 ფოტო წყალტუბოს რაიონული მუზეუმის არქივებს.
ადგილი : საქართველოს ფრანგული ისნტიტუტი - დავით აღმაშენებლის გამზირი 75.
ოთხშაბათს, 2018 წლის 31 იანვარს - 20 საათზე :
ბორდოს ბიენალესთვის Cineorchestra-ს მიერ სპეციალურად გადაღებული დოკუმენტური ფილმის « გასულ წელს წყალტუბოში » ჩვენება მისი რეჟისორის, სანდრო ჯანდიერის თანდასწრებით.
ადგილი : შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი დავით აღმაშენებლის გამზირი 40.