გამოფენა „დინასტიები“ ორ არქიტექტურულ ოჯახზე გაიმართება

    27 ივნისს, 19:00 საათზე საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) წარმოგიდგენთ საქართველო-გერმანიის 200 წლის ურთიერთობებთან დაკავშირებულ არქიტექტურულ გამოფენას „დინასტიები. პარალელური პერსპექტივები“ თემატური გამოფენა თავს უყრის თითქმის საუკუნოვან ისტორიულ-კულტურულ, კერძოდ, არქიტექტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ორ ქვეყანაში, საქართველოსა და გერმანიაში, ერთმანეთის პარალელურად იქმნებოდა და წარმოადგენს ორი განსხვავებული არქიტექტურულ ოჯახის ქურდიანებისა და ბიომების შემოქმედებას, მიმოიხილავს გენიალური არქიტექტორების შემოქმედებით ისტორიას და აქცენტებს აკეთებს მათ ცხოვრებისეულ პარალელებზე.

 

მუზეუმის 3 დარბაზში გამოიფინება 2 ცნობილი არქიტექტურული დინასტიის - ქურდიანებისა და ბიომების  საკრალური და სამთავრობო, სპორტულ-საზოგადოებრივი, საცხოვრებელი და კულტურულ-საგანმანათლებლო არქიტექტურის ნიმუშები...არქიტექტურულ ფოტოგრაფიასთან ერთად დამთვალიერებელი ნახავს ოჯახების მდიდარ და უნიკალურ საარქივო, სამუზეუმო და საავტორო ფოტომასალას, ასევე, შენობა-ნაგებობების საარქივო ნახაზებს, მათ შორის, თბილისის ეროვნული სტადიონის არქიტექტურულ მოდელს; ფილმებს ბიომებზე და ქურდიანებზე; ბოლო წლების გერმანულ არქიტექტურულ გამოცემებს; ფრანკფურტის არქიტექტურის მუზეუმიდან ბიომების არქივს... ეს შენობები დღეს როგორც გერმანიაში, ასევე საქართველოში მოქმედი საზოგადოებრივი ნაგებობებია და ქვეყნის იერსახის, მისი იდენტობის განუყრელი ნაწილი. ამ შენობათა მაგალითზე წარმოდგენილია ყველა ის ეპოქა, რომელიც ორმა ქვეყანამ და ორივე ოჯახმა პარალელურად, თუმცა, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განვლო.

 

ბიომების ოჯახის უხუცესი, 98 წლის გოტფრიდ ბიომი, ერთადერთი გერმანელი არქიტექტორია, რომელიც უმაღლეს არქიტექტურულ ჯილდოს “პრიცკერის პრემიას“ ფლობს. სწორედ ამ გამოფენის გახსნისთვის თბილისში გერმანიიდან სპეციალურად ჩამოვლენ გოთფრიდ ბიომის ვაჟიშვილები, ასევე ცნობილი არქიტექტორები შტეფან ბიომი, პეტერ ბიომი და პაულ ბიომი.  

გამოფენა გაგრძელდება 10 სექტემბრამდე. გამოფენაზე წარმოდგენილი არქიტექტორები: გრიგოლ ქურდიანი (1873-1957), არჩილ ქურდიანი (1903-1988), ქეთევან სოკოლოვა-ფორაქიშვილი (1905-1988), გია ქურდიანი (1932-2014), არჩილ ქურდიანი, გიორგი ქურდიანი, დომინიკუს ბიომ (1880-1955), გოტფრიდ ბიომ, ელიზაბეტ ბიომ (1921-2012), შტეფან ბიომ, პეტერ ბიომ, პაულ ბიომ.

 

გამოფენის თან ახლავს პროგრამა მოხსენებებით და კინოჩვენებებით: 2018 წლის 28 ივნისს, 16:00 – 18:00  საათი , თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) არნე შმიტის მოხსენება "მოგზაურობა ისტორიულ კიოლნში"; დისკუსია შტეფან ბიომთან, პეტერ ბიომთნ და პაულ ბიომთან მოდერაცია: ირინა ქურთიშვილი გერმანულ ენაზე ქართული თანმიმდევრული თარგმანით ყოველდღიური კინოპროგრამა / 29.06. - 10.09.  2018: 12:00 – 12:45 /ფილმი 1 “დინამოს” სტადიონი რეჟისორი: შალვა შენგელი დოკუმენტური ფილმების სტუდია “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი” 2010, 42.48' ქართულ ენაზე დოკუმენტური ფილმი ასახავს თბილისის “დინამოს “ სტადიონის მშენებლობისა და მისი რეკონსტრუქციის ისტორიას, 1936 წლიდან 2010 წლამდე. ფილმში გამოყენებულია უნიკალური საარქივო მასალები თბილისის სპორტული ისტორიიდან. 13:00 – 13:30 /ფილმი 2 ერთსულოვანი ოჯახი რეჟისორი: სოფო ჩაკვეტაძე საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია”ერთსულოვნება” 2009, 29 წთ. ქართულ ენაზე დოკუმენტური ფილმი ქურდიანების ოჯახზე მოგვითხრობს ქართველი არქიტექტორების წარსულზე, დღევანდელობასა და მომავალზე. 16:00 – 17:30 /ფილმი 3 ბიომები – ერთი ოჯახის არქიტექტურა რეჟისორი: მაურიციუს შტაერკლე დრუქს გერმანია-შვეიცარია 2014, 84 წთ. გერმანულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით ფილმი მიმოიხილავს XX საუკუნის ეპოქას და გერმანიის დღევანდელობას; ფილმში საოცარი სიფაქიზითაა ასახული გერმანელი არქიტექტორების ოჯახის ისტორია და თითოეული ხელოვანის ერთმანეთთან დამოკიდებულება.

 

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ.#8

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

გოეთეს ინსტიტუტი, პროექტის მენეჯერი მზეხა მახარაძე 593 59 28 72

 

 

 

 

მსგავსი ღონისძიებები
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 100-მდე ექსპონატი, როგორც ფერწერაში ასევე ორიგინალურ ჟანრში შესრულებული ნამუშევრები.
გამოფენა
გიგო გაბაშვილის შემოქმედება, მისი სწრაფვა რეალისტური ხელოვნებისკენ, თავისი მასშტაბითა და ბუნებით ერთგვარად მოულოდნელადაც კი გამოიყურება იმ პერიოდის ქართული მხატვრობის ფონზე.
გამოფენა
15 დეკემბერს გალერეაში "წითელი კვადრატი" გაიხსნება ნინო ფერაძის პერსონალური გამოფენა - "ზამთრის სიზმარი"
გამოფენა
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 80-90-იან წლებში საქართველოში მოღვაწე 24 არტისტის შემოქმედება.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები