26 იანვარს, „ბიბლუსი“–ს მასშტაბური პროექტი ლიტერატურული ტურნე 2018 სტარტს თელავში აიღებს .
"ბიბლუსი"-ს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიებათა ციკლი დაიგეგმა, რომლის ფარგლებშიც მკითხველებს შესაძლებლობათ შეხვდნენ ცნობილ ქართველ მწერლებს, გაესაუბრონ მათ შემოქმედებაზე და სხვა საინტერესო თემებზე.
ლიტერატურულ ტურნე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება და სხვადასხვა რეგიონებს მოიცავს, სტარტს თელავში აიღებს. თელავის "ბიბლუსი გალერეაში" მკითხველს სახალხო ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულები თათული ღვინიანიძე და ელის დოჯსონი შეხვდებიან, რომლებიც საკუთარ წიგნებს წარუდგენენ მკითხველს.
სპეციალურად ღონისძიებაზე მოსული სტუმრებისთვის, პირველი 30 წიგნი - 50%–იანი ფასდაკლებით გაიყიდება. დანარჩენი წიგნები კი - 20%–იანი ფასდაკლებით.
ღონისძიების დაწყების დრო: 19:00 სთ.
მის: "ბიბლუსი გალერეა"თელავი: ბახტრიონის და სააკაძის კვეთა