კიდევ ერთი საჩუქარი ქართველ მსმენელს ბექა გოჩიაშვილისგან! თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია წარმოგიდგენთ ბექა გოჩიაშვილის ჯაზ-ტრიოს კონცერტს.
პირველად საქართველოში, ჯულიარდის კურსდამთავრებული ახალგაზრდა ტალანტები - Marty Jaffe (ჯაზის ცოცხალი ლეგენდის - რონ კარტერის მოწაფე) და Jimmy Mcbride ბექა გოჩიაშვილთან ერთად შეასრულებენ ჯაზ სტანდარტებს და ორიგინალურ კომპოზიციებს.
ბექა გოჩიაშვილი - პიანო, Marty Jaffe – ბასი, Jimmy Mcbride – დრამი.