ბეტ ჰარტი იპოდრომის პარკში იმღერებს

ბეტ ჰარტი 18 ნოემბერს საქართველოში უკვე მესამედ ჩამოვა. მომღერალი კონცერტს თბილისში ძველი იპოდრომის პარკში გამართავს.

კონცერტამდე კი ქართველ მსმენელს ვიდეომიმართვას უგზავნის.

„ახლახან შევიტყვე, რომ მალე ვიქნები საქართველოში. არადა მეგონა, რომ ეს ერთი წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, ამიტომ აღტაცებული ვარ. ახლა ვარ პრაღაში, დღეს შოუ გვაქვს. ასე რომ, 18 ნოემბერს იპოდრომზე, ჩვენ ვიქნებით თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. ძალიან მიხარია, რადგან თქვენ ყოველთვის საუკეთესო ხართ“, – მიმართავს ბეტ ჰარტი ქართველ მსმენელს.

ბეტ ჰარტი თბილისს „ალტერ ვიჟენ ჯგუფის“ მუსიკალური სერიების ფარგლებში ესტუმრება.

მსგავსი ღონისძიებები
13 ოქტომბერს, რესტორან "პუბლიკაში" მსმენელის წინაშე პიანისტი დავით ალადაშვილი მხატვარ ქეთევან დავლიანიძესთან ერთად წარსდგება.
კონცერტი
ამ სახელწოდების ფესტივალი საქართველოში პირველად 2005 წელს ჩატარდა. მისი ორგანიზატორები ანა კრაიერი, მანანა ახმეტელი, თამრიკო კორძაია, ფელიქს პროფოსი და რეზო კიკნაძე გახლდნენ.
კონცერტი
25 ოქტომბერს ანიტა რაჭველიშვილის და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.
კონცერტი
6 ოქტომბერს რესტორან "Doors"- ში ლელა წურწუმია კონცერტს გამართავს.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები