"ბავშვთა ფსიქოლოგის დღიურები" - წიგნის პრეზენტაცია

ყველა ამბავი და ისტორია, რომელსაც წიგნი აერთიანებს, ემყარება ავტორის პრაქტიკას, საკუთარ შვილთან და სხვა ბავშვებთან ურთიერთობის საფუძველზე დაგროვილ პირად გამოცდილებას. წიგნში საუბარია პოზიტიური აღზრდისა და ბავშვის განვითარების ხელშეწყობის შესახებ. წიგნი წარმოადგენს ერთგვარ ექსპერიმენტს, მოხდეს მეცნიერული და მხატვრული ლიტერატურის სინთეზი, რათა პოპულარული ენით იყოს მისაწვდომი ყველა დაინტერესებული მშობლისთვის ბავშვის ფსიქოლოგიის საკითხები.

დასწრება თავისუფალია, პრეზენტაცია გაიმართება ინტერაქტიურ რეჟიმში, წიგნები აღნიშნულ პრეზენტაციაზე გავრცელდება უფასოდ.

პრეზენტაციის მიზანია ბავშვთა პოზიტიური აღზრდის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ცნება - "პოზიტიური მშობლობის" პოპულარიზება, ბავშვთა ემოციური მხარდაჭერის და განმავითარებელი გარემოს შექმნის შესახებ საუბრების ინიცირება და შესაბამისი აქტივობების პრაქტიკაში დანერგვა, ასევე კვლევაზე დაფუძნებული მტკიცებულებების გავრცელების ხელშეწყობა.

პრეზენტაცია გაიმართება წიგნის მაღაზიაში "შაქრო ბაბუა", ჭავჭავაძის #17ბ,

მსგავსი ღონისძიებები
თბილისის მუზეუმების გაერთიანება, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმი გიწვევთ საჯარო ლექციაზე თემით - ,,ვწუხვარ, ერთადერთი ვარ''.
სხვა ივენთები
ქალაქიდან გაუსვლელად ნამდვილი გურული ახალი წლის გარემო
სხვა ივენთები
ჰაკათონის ფარგლებში გაიმართება გამოცდილი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ტრენინგსესიები და დისკუსიები
სხვა ივენთები
23 და 24 დეკემბერს ფაბრიკა საშობაო ბაზრობად გადაიქცევა
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები