როდრიგო ფიშერი ბრაზილიელი ხელოვანი, მსახიობი, რეჟისორი, პედაგოგი და გამნათებელი, ახალი აუდიოვიზუალური ენისა და ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებ სჰიბრიდული კვლევის ინტერფეისს კინოსა და თეატრზე. თავის ნამუშევარში - 2+2=2 ფიშერი ახმეტელის თეატრის ოთხ მსახიობთან ერთად წარმოადგენს 21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას-იდენტობის პრობლემას, სპექტაკლში პასუხი უნდა გაეცეს ეგზისტენციურ კითხვას - აქვს თუ არა ადამიანს უფლება იყოს ოჯახის საყვარელი ცხოველი? არატრადიციული თეატრალური დადგმის მეშვეობით ბრაზილიელი ხელოვანი ახმეტელის თეატრში სვამს კითხვას-კატაა ადამიანი? ანუ რამდენად მყარია ადამიანის იდენტობა ...
21-ე საუკუნეში ადამიანმა გადალახა გენდერული, ეროვნული, ეთნიკური სტერეოტიპები, მაგრამ არის კი ის თავისუფალი ნების მატარებელი არსება?
2 +2 =2 ექსტრაორდინარული პროექტია იმ თვალსაზრისითაც, რომ ტექსტზე დრამატურგ ანტონინ მარტოსთან ერთად თავად რეჟისორი და მსახიობები მუშაობდნენ, ტექსტი სოციალური, ფილოსოფიური და ინტერნაციონალურია.
ხანგრძლივობა 80 წუთი, ერთ მოქმედებად