22-23 დეკემბერს უკვე მეოთხედ მოეწყობა წინასაახალწლო ფესტივალი – “ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2017”.
ქარვასლაში, ც. დადიანის #7-ში, ადგილობრივი მწარმოებლები 2017 წლის მანძილზე, მათ მიერ შექმნილ ახალ ნაწარმს (საკვებს და არასაკვებს) წარმოადგენენ, ხოლო 5,000-მდე დაინტერესებულ სტუმარს და მომხმარებელს შეეძლება, როგორც დათვალიერება ასევე სასურველი ნაწარმის ყიდვა, ყოველ 2 საათში შედგება გაყიდულ ნაწარმზე გაცემული ჩეკების გათამაშებები და დარიგდება უამრავი საჩუქარი, მოეწყობა ახალი ნაწარმის პრეზენტაციები.