აქტუალური მუსიკის ფესტივალის "Close Encounters"-ის რიგით მეორე კონცერტი 30 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდება. მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ქართველი ასევე უცხოელი მუსიკოსები:
"Mondrian Ensemble" (შვეიცარია)
ივანა პრისტასოვა (ვიოლინო)
პეტრა აკერმანი (ალტი)
კაროლინა ომანი (ჩელო)
თამრიკო კორძაია (ფორტეპიანო)
პეტერ კონრადინ ცუმთორი (დასარტყამი საკრავები/შვეიცარია)
ნინო კასრაძე (ფორტეპიანო/საქართველო)
ნინო ჟვანია (ფორტეპიანო/საქართველო)
თამარ ჟვანია (ფორტეპიანო/საქართველო)
მარიამ აბრამიშვილი (ფორტეპიანო/საქართველო)
შესრულდება:
დიტერ ამანის (*1962 / შვეიცარია): „après le silence“ საფორტეპიანო ტრიოსთვის (2005);
მარტინ იაგის (*1978 / შვეიცარია): „KÔRDZ“ სოლო ალტისთვის (2017);
კარლო ჩიჩერის (*1978/იტალია ): „Criteria “ სიმებიანი ტრიოსათვის (2014);
თომას ვალის (*1981 / ავსტრია) : „...jusqu'à l'aurore...: Caprice (IV) bleu“ საფორტეპიანო კვარტეტისთვის (2012);
პეტერ კონრადინ ცუმთორის (*1979 / შვეიცარია), სოლო დასარტყამი საკრავებისთვის;
მორტონ ფელდმანის (1926–1987 / აშშ): „Five Pianos“ ხუთი ფორტეპიანოს, ჩელესტასა და მოზუზუნე შემსრულებლებისთვის (1972).