რეჟისორმა დიმიტრი ხვთისიაშვილმა შექსპირის საყვარელ ხერხს მიმართა: გასტროლიორ მსახიობთა დასის წევრები მაყურებლის თვალწინ ინაწილებენ როლებს, კინკლაობენ, იბრძვიან ტექსტისთვის, „ ითავისებენ სახეებს“, რასაც მეტი სიხალისე და თეატრის კულისებს მიღმური ინტრიგა შემოაქვს სპექტაკლში. კომედია კი მოგვითხრობს სიყვარულისა და სიძულვილის, კეთილისა და ბოროტის უხსოვარი დროიდან ჩასახულ კონფლიქტზე, რომელშიც სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად.
ხანგრძლივობა 150 წუთი