„არტჰაუსის“ კომპლექსში მდებარე ბარ-ლაუნჯ „პუბლიკაში“ ახალგაზრდა ჯაზმენის პაპუნა შარიქაძის კონცერტი გაიმართება

     15 ივნისს, „არტჰაუსის“ კომპლექსში მდებარე ამერიკულ ბარ-ლაუნჯ „პუბლიკაში“, ახალგაზრდა ჯაზმენის, პაპუნა შარიქაძის კონცერტი გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ პაპუნა შარიქაძე ჯერ კიდევ “ბერკლის“ უნივერსიტეტის სტუდენტია, მას დაუკრავს ისეთ ცნობილ და აღიარებულ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან: დანილო პერესი, ჯონ პატიტუჩი და ტერი ლინ კერინგტონი.

 

ამჯერად, პაპუნა ქართველი მსმენელის წინაშე ბექა გოჩიაშვილთან, დათო ევგენიძესთან, გიორგი ბერიშვილთან, გრიგოლ ყიფშიძესთან, სოფო ბათილაშვილთან, ლაშა აბაშმაძესთან და გიო კაპანაძესთან ერთად წარსდგება. ისინი ერთად მიულოცავენ პაპუნას 21-ე დაბადების დღეს.

ფაქტობრივად, ეს იქნება ჯაზმენების რინგი, სადაც თითოეული მუსიკოსი საკუთარი იმპროვიზაციით წაიყვანს საღამოს. შესაბამისად, მსმენელს დაუვიწყარი შოუ ელოდება. 

 

პაპუნა შარიქაძის კონცერტი პროექტ Publica Talks- ის ფარგლებში იმართება და მისი მიზანია, საზოგადოებას არტისტებზე ინფორმაცია არასტანდარტული ხერხებით მიაწოდოს, რაც შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებს გულისხმობს.

რაც შეეხება ბიზნეს-ცენტრ „არტჰაუსს“, ეს არის პირველი მულტიფუნქციური „ქლაბ-ჰაუსი საქართველოში“, რომლის მიზანია, აღმოაჩინოს ახალგაზრდა, ნიჭიერი არტისტები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებაში.

 

კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. 

 

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
NORTHERN ELECTRONICS-ის ოჯახის წევრი VARG და ვოკალისტი ANNA MELINA აუდიო-ვიზუალური პროექტით წარდგებიან.
კლუბი/ლაუნჯი
TREEBAL - პროექტი მიზნად ისახავს ფსიქოდელიური მუსიკის, ხელოვნებისა და კულტურის განვითარებას საქართველოში.
კლუბი/ლაუნჯი
ANSWER CODE REQUST ლაივს შეასრულებს, სეტებს დაუკრავენ ACRONYM, რომელის მუსიკალური დებიუტი 2012 წელს შედგა.
კლუბი/ლაუნჯი
BRAME & HAMO: ირლანდიური დუო Brame & Hamo, ბერლინში მოღვაწე პროდიუსერების ჰაუს პროექტია,რომლებსაც თანამედროვე ჰაუს სცენაზე დიდი დამსახურება მიუძღვით, მას შემდეგ რაც მათი პირველიიმპრინტი Splendor & Squalor გამოჩნდა ასპარეზზე.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები