"არტარეაში" ანკა გუჯაბიძის ფოტოგამოფენა „სიკვდილი კოღოებს ზაფხულის დღეებში“ გაიხსნა

        ახალგაზრდა ფოტოხელოვანის ანკა გუჯაბიძის საინტერესო და იდუმალებით მოცული ფოტოგამოფენა სახელწოდებით „სიკვდილი კოღოებს ზაფხულის დღეებში“ არტარეას ტერიტორიაზე გაიხსნა. 5-დან 9 ოქტომბრამდე თქვენ შეძლებთ ნახოთ სიცოხლისა და სიკვიდლის მუდმივი ბრძოლის ამსახველი და ლამაზი, მაგრამ ხანდახან უშნო ფორმებით დანახული ადამიანთა შინაგანი თუ გარეგანი სამყარო. ფოტოებზე სიცივესაც შეამჩნევდით, ომსაც. მოხუცთა თვალები დამთვარიელებლებს შველას თხოვდნენ. კოშმარული სიზმრებიდან დანახულ სახეებს არარელისტური სილამაზე და იდუმალება ემატებოდა.

      ფოტოები აგონიის გამომსახველ ელემენტებსაც შეიცავდა, თითქოს ფოტოს მოდელები უკვე გარდაცვლილთა სამყაროსკენ მიიწეოდნენ. განსაკუთრებით რელიგიური თემატიკის ფოტოებმა მომხიბლა. იდუმალება ღვთაებრიობასაც დაემატა. ჯვრის ფორმის ბოძთან მდგარი ცხენი საზოგადოებას ნამდვილად დააფიქრებდა ცხოვრებაზე. ლამაზი იყო ფოტო სადაც ხის ფორმის ტაძარი იყო გამოსახული. თითქოს ავტორმა ამით თემატიკა შეცვალა და სიცოცხლეც შესძინა რამდენიმე საშიშ და დეპრესიულ სახეს.

 

       ავტორი ლამაზ და ამავდროულად ბნელ ფოტოებს საინტერესო სახეს აძლევს. ფოტოები მეტყველია და დამაფიქრებელი. ავტორის ნიჭი მისი შემოქმედებიდან მძაფრად ჩანს. ეს სიურრეალიზმის, მისტიკის, სილამაზის, შიშის, სიკვდილის და სულიერების გასაოცარი ნაზავია.

 

                                                             ავტორი: რატი ონიანი

მსგავსი ღონისძიებები
27 მაისს, 14:00 საათიდან მზიურის კაფეს ეზო მელომანების თავშეყრის ადგილად გადაიქცევა.
გამოფენა
გამოფენაზე მიიღებთ სრული ინფორმაცია საინვესტიციო პროგრამების, სტარტაპის დაწყებისა და განვითარებისთვის საჭირო ორგანიზაციების შესახებ
გამოფენა
13-დან 20 სექტემბრამდე დედაქალაქში, ყოველწლიური "Tbilisi Photo Festival 2018" გაიმართება.
გამოფენა
სპეციალურად ამ დღისთვის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა იმუშავებს 22:00 საათამდე, ხოლო ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს 19:30-დან 21:30 საათამდე.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები