"ალტონელი განდეგლების" პრემიერა თავისუფალ თეატრში გაიმართება.
"ამ პიესის მთავარი ღირსება ძლიერ პერსონაჟებს წარმოადგენს. ძლიერი ეს არც ღონეს უკავშირდება, არც ძლიერ ნებისყოფას ან ამტან ხასიათს, ამ სიტყვით ვიგულისხმე მათი შინაგანი ბუნების სიძლიერე, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არცერთი უბრალო მარტივი ადამიანი არ არის…ყველას აქვს რაღაც, რის გამოც არის საინტერესო. საინტერესოს კი ის მოულოდნელობა და წინააღდეგობრივეობა ქმნის, რაც არცერთს არ აკლია. ეს ყველაფერი, კი პიესას სხვანაირ ხიბლს აძლევს. ხარ დაძაბული და ხშირად მოულოდნელ აღმოჩენებს აკეთებ, თითქოს დაძაბულ თრილერს უყურებდე.
რეჟისორი: ვანო ხუციშვილი ; მხატვარი: თეო კუხიანიძე
როლებში: სლავა ნათენაძე, გიორგი ზანგური, ნატალია ყულოშვილი, ნუცა სულაბერიძე, გიორგი ჯიქია.